ანონსი  5 მაისი

5 მაისს, 10:00 საათზე, 8 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები პრეზიდენტის რეზიდენციაში ადმინისტრაციის წარმომადგენელს, ქეთევან თათოშვილს (მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში) შეხვდებიან.

თემა: მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა

საკონტაქტო: მანანა ანდღულაძე - 599 02 43 23

5 მაისს, 10:45 საათზე, "ლელოს" ლიდერები საქართველოში ნატოს ახალ წარმომადგენელს ალექსანდრ ვინიკოვს შეხვდებიან.

მის: სადგურის მოედანი #2

5 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული ადრეული და სკოლამდელი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

5 მაისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტის, სოფიო ჭელიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: რამდენი მოქალაქე ირიცხება აზარტულ თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში, რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა კანონის მოქმედება ცვლილებებიდან 1 თვეში

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24 ; 599 291202

5 მაისს, 11:30 საათზე მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმე. გიგი უგულავას განცხადება.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

5 მაისს, 11:30 საათზე, „ღია საზოგადოების ფონდის“ ოფისში სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახალი ანგარიშის: „აქტივიზმი და შეკრების უფლებით სარგებლობა, ქართული პრაქტიკის ანალიზი“ შეხვედრას გამართავს.

მის: ჭოველიძის ქ.10

საკონტაქტო: 593 73 75 03

5 მაისს, 12:00 საათზე, „აიდიესი“ ბორჯომის დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის მედიაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე ჯანდაცვის სამინისტროში განცხადებას შეიტანს.

მის: წერეთლის გამზ. 144

5 მაისს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ კორონავირუსისა და ალერგოლოგიის საკითხებზე საერთაშორისო კონგრესი გაიმართება.

ოთხდღიანი კონგრესი მსოფლიოს ცნობილი მეცნიერების (აშშ, იტალიის, გერმანიის, ესპანეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლების) მონაწილეობით გაიმართება.

მის: რესპუბლიკის მოედანი

საკონტაქტო: 599 89 42 42

5 მაისს, 13:00 საათზე, კახეთის რეგიონში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.

მის: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სასტუმრო „როიალ პალასი", ვაშლოვანის ქუჩა N191

5 მაისს, 13:30 საათზე, „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ გაიმართება კონფერენცია - „გინეკოლოგიური სიმსივნეები“, რომელსაც ამერიკიდან მოწვეული პროფესორები და სპეციალისტები გაუძღვებიან.

მის: უშანგი ჩხეიძის ქ. #17, ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი

5 მაისს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

5 მაისს, 17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში ევროკავშირის თანადაფინანსებული პროექტის - ჟან მონეს წამყვანი ცენტრი ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიციისთვის (EUPOLTRANS) - გახსნის ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიების გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ: კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

მის: სააკაძის ქ.1

5 მაისს, 18:00 საათზე, გაიმართება ფორუმი: „რეპრესიები კულტურის სფეროში - კულტურის მოთვინიერების მცდელობა“.

ფორუმს გახსნის ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე. მომხსენებელები იქნებიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

მის: ფაბრიკა, ეგნატე ნინოშვილის 8

საკონტაქტო პირი: მარიამ მაღულარია, 595519451

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა