ტრეფიკინგის საკითხებზე მომუშავე პროკურორების, მოსამართლეების და გამომძიებლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერითა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე უწყების - იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე მომუშავე პროკურორების, მოსამართლეებისა და გამომძიებლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, პროკურორებმა, მოსამართლეებმა და გამომძიებლებმა საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) კუთხით არსებული მდგომარეობა, მიღწევები და გამოწვევები განიხილეს.

„სამუშაო შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა იმსჯელეს სექსუალური ექსპლუატაციისა და შრომითი ექსპლუატაციის, მათ შორის, ბავშვთა მიერ მოწყალების თხოვნაში ჩაბმის შემთხვევების პრევენციის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმის განხილვის პრაქტიკულ ასპექტებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომისა და ეფექტიანი მხარდაჭერის საკითხებს.

ასევე, სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე. აქცენტი გაკეთდა უწყებებს შორის კოორდინირებული საქმიანობისა და მულტისექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს, პროკურორებმა, მოსამართლეებმა და გამომძიებლებმა, მზაობა გამოთქვეს მომავალში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი სამუშაო შეხვედრების გაგრძელების თაობაზე.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტს წარმოადგენს. უწყება ადამიანით მოვაჭრეების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო მსოფლიოს მასშტაბით პირველ საფეხურზეა. 190 შეფასებულ ქვეყანას შორის საქართველო ერთ-ერთია, რომელიც ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს მუდმივ რეჟიმში აგრძელებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა