„ლელოს" ლიდერები საქართველოში ნატო-ს ახალ წარმომადგენელს ხვდებიან

პარტია „ლელოს" ლიდერები საქართველოში ნატო-ს ახალ წარმომადგენელს, ალექსანდრ ვინიკოვს ხვდებიან.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივებს და იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას.

„ნატო-ს წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელთან შეხვედრა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ახლა, რომ მადრიდის შეხვედრისთვის სერიოზულად იყოს ჩვენი ქვეყნისთვის განხილული დამატებითი სარგებლის მიცემა, ჩვენი ქვეყნის წინსვლა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე.

ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტია არის ნატო-ში ინტეგრაცია და ამავდროულად, ჩვენი თანამოქალაქეების 75% ცალსახად მხარს უჭერს ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის დაჩქარებას, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებლობა, რომელსაც მადრიდის შეხვედრა იძლევა, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული.

რა თქმა უნდა, ეს მოითხოვს ჩვენი ქვეყნის მხრიდან იმ რეფორმების განხორციელებას, რომელსაც „ქართული ოცნება" ჯიუტად არ ახორციელებს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ, რომ „ლელო" და პროდასავლური ოპოზიცია შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნატო-ში ჩვენი ინტეგრაციის დაჩქარების შანსი არ გავუშვათ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხზეც იმსჯელებენ.

„ჩვენი პარტნიორებისთვის ყველაფერი ცნობილია, ის, რომ სამწუხაროდ, „ქართული ოცნება" თავის გავლენას მხოლოდ და მხოლოდ ამყარებს. ასეთი მართლმსაჯულების სისტემით, რომელიც დღეს გვაქვს, ჩვენი ნატო-ში ინტეგრაციის შანსი უკვე დავკარგეთ, მაგრამ იმ პროცესებმა, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რუსეთის აგრესიამ, ჩვენს ქვეყანას სრულიად ახალი შესაძლებლობები გაუხსნა. ვხედავთ, რა დახმარებას იღებს უკრაინა, მოლდოვა ამ უთანასწორო ბრძოლაში, ამიტომ, ჩვენც გვჭირდება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გამტკიცება. ეს არის იმის გარანტია, რომ ქვეყანა სამხედრო კონფლიქტში ჩათრეული არ იყოს",-განაცხადა ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი