ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი - ნატო ელის, რომ საქართველო შეინარჩუნებს დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელიც ასე რთულად განავითარა უკანასკნელი წლების განმავლობაში

ნატო ელის, რომ საქართველო შეინარჩუნებს დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელიც ასე რთულად განავითარა უკანასკნელი წლების განმავლობაში,- ამის შესახებ საქართველოში ნატო–ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვინიკოვმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, არის თუ არა სააკაშვილისთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა.

„ეს არ არის ნატოს საკითხი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა დემოკრატია მსგავს საკითხებს მისი კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების შესრულების ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად უმკლავდება. ვიტყოდი, რომ რა თქმა უნდა, ეს ქვეყნის საშინაო საქმეა. ზოგადად, ნატო ელის, რომ საქართველო შეინარჩუნებს დემოკრატიულ სტანდარტებს რომელიც ასე რთულად განავითარა უკანასკნელი წლების განმავლობაში.

ვფიქრობ, ნებისმიერ დემოკრატიაში ხელისუფლება, საბოლოო ჯამში, პასუხისმგებელია ნებისმიერი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვაზე და არც ეს შემთხვევაა განსხვავებული“, - განაცხადა ალექსანდრ ვინიკოვმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო