საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბოლო წლების საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბოლო წლების საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - ალექსანდრე დარახველიძე და გიორგი ბუთხუზი, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„ღონისძიებაზე ვაჟა სირაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში განხორციელებულ ღონისძიებებზე, მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა აღნიშნა, საპატრულო პოლიციის ფუნქციონალური გაუმჯობესების მიზნით, უკვე განხორციელდა სხვადასხვა სახის ტექნიკური პროექტი, აგრეთვე, მოხდა პატრულ-ინსპექტორების გადაიარაღება და მათი ახალი სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვა, გაფართოვდა საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი, შესაბამისად გაიზარდა საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობაც. საპოლიციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, უახლოეს პერიოდში ფუნქციონირებას დაიწყებს ერთიანი მომსახურების ცენტრი შიდა ქართლის რეგიონში. ერთიანი მომსახურების ცენტრების მოწყობა იგეგმება ასევე ბათუმში, ქუთაისსა და თელავში.

სიტყვით გამოსვლისას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - ვაჟა სირაძემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და მათ მხარდაჭერისთვის, ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა