ევროკავშირის საავიაციო სააგენტო - რაკეტების მიერ "უდანაშაულო" სამოქალაქო თვითმფრინავების შემთხვევით მიზანში ამოღების გაზრდილი რისკია

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, რაკეტების მიერ "უდანაშაულო" სამოქალაქო თვითმფრინავების შემთხვევით მიზანში ამოღების გაზრდილი რისკი არსებობს. ამის შესახებ ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო იტყობინება.გარდა ამისა, მარეგულირებელმა გამოქვეყნებულ დოკუმენტში, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, კიბერშეტევების რისკის ზრდაზეც მიუთითა.

საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ ისიც დასძინა, რომ კონფლიქტის ზონაში მოქმედმა სამხედრო დრონებმა და თვითმფრინავებმა შესაძლოა, მიმდებარე სამოქალაქო საჰაერო სივრცე უნებლიედ დაარღვიონ.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება