ბორის ჯონსონი - პუტინი ვერასდროს გატეხს უკრაინელი ხალხის სულს, უკრაინა გაიმარჯვებს და იქნება თავისუფალი

პუტინი ვერასდროს გატეხს უკრაინელი ხალხის სულს, ის ვერასოდეს დაამარცხებს იმ დაუოკებელ შეიარაღებულ ძალებს, რომლებმაც უკვე მოიგერიეს რუსული არმია კიევის შესასვლელთან, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ლონდონში გამართულ, თანხის მოზიდვის ღონისძიებაზე - „მამაცი უკრაინა“ განაცხადა.

„სწორედ ამიტომ ვარ დარწმუნებული, როგორც არასდროს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. უკრაინა თავისუფალი იქნება და სუვერენული უკრაინა კვლავ აღდგება,“ - აღნიშნა ჯონსონმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„ეს არის ბრძოლა თავისუფლებასა და ჩაგვრას, დემოკრატიასა და ტირანიას, დამოუკიდებლობასა და იმპერიალიზმს, სინათლესა და სიბნელეს, სიკეთესა და ბოროტებას შორის. მე ვუთხარი ვოლოდიმირს, რომ გავაგრძელებთ ამ ძალისხმევის გააქტიურებას მანამ, სანამ უკრაინას სურს და დასჭირდება ჩვენი დახმარება“, - განაცხადა ჯონსონმა.

მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი არის თანამედროვე დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლიდერი და ზელენსკი არის „კურთხევა უკრაინისა და მსოფლიოსთვის“ და „კატასტროფა პუტინისთვის“.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა