ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილი კონსილიუმის წევრებიდან "ბევრის მოსაზრებას ენდობა"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილ კონსილიუმის წევრებიდან "ბევრის მოსაზრებას ენდობა". აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, ენდობა თუ არა კოლეგების დასკვნას, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და სხვა ქვეყანაში უნდა გადაიყვანონ სამკურნალოდ.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, რეალურად მან არ იცის, თუ როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

"ამ საკითხზე რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება. ჩვენ პოლიტიკური და სამედიცინო საკითხი უნდა გავყოთ. არ ვიცი რეალურად, როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ისევე როგორც თქვენ, მეც ვისმენ ტელევიზიით. როდესაც ჯანმრთელობას ეხება საქმე, იქ პირველი სიტყვა ყოველთვის ექიმებს ეთქმით. მოდით, ვენდოთ. იქ ვინც არიან ექიმები, რამდენიმეს ძალიან ახლოს ვიცნობ, ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ პროფესიულ ცოდნას და ღირსებას. მათ პროფესიულ მოსაზრებას ვენდობი და ღირსებას. იქ, რამდენიმე კონსილიუმი იყო და მე, თითქმის ყველა კონსილიუმის ექიმს ძალიან კარგად ვიცნობ, ბევრს ვენდობი",- აღნიშნავს გამყრელიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო