იაგო ხვიჩია - ჩვენ, ზოგადად, გვინდა, რომ სააკაშვილი გაიქცეს ქართული პოლიტიკიდანაც და ციხიდანაც

ჩვენ, ზოგადად, გვინდა, რომ სააკაშვილი გაიქცეს ქართული პოლიტიკიდანაც და ციხიდანაც,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე უარის თქმა ხომ არ უკავშირდება იმას, რომ ხელისუფლება ფიქრობს, ამით ის სასჯელს გაექცევა.

ხვიჩია გამოეხმაურა ასევე, ევროპის სახალხო პარტიის განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ ის ან საქართველოში კლინიკაში ან საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ და აღნიშნა, რომ მას ნაწილობრივ ეთანხმება.

„საზღვარგარეთ მის გადაყვანის ნაწილში დიდი ხანია ვეთანხმები, თუმცა, ქვეყნის შიგნით გადაყვანას, მისი მკურნალობის თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა არ ექნება. როგორც ჩანს, პატიმრობის პირობებში ჯანმრთელობის აღდგენა უფრო რთულად ხდება. მოვუწოდებდი სააკაშვილის მეგობრებს, ქვეყნის შიგნით გადაყვანაზე მაინცდამაინც დიდი აქცენტი არ გააკეთონ,"- განაცხადა ხვიჩიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო