გიორგი კახიანი - რიგგარეშე არჩევნების ჩატარება თეორიულად რომც დაუშვა, პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლობა შემცირდება - გიორგი ვაშაძის ეს განცხადება პოპულისტურს ჰგავს

რიგგარეშე არჩევნების ჩატარება თეორიულად რომც დაუშვა, პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლობა შემცირდება, გიორგი ვაშაძის ეს განცხადება, უფრო პოპულისტურს ჰგავს,- ასე პასუხობს ვიცე- სპიკერი გიორგი კახიანი ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას.

მისი თქმით, მსგავს განცხადებებს უმრავლესობაში სერიოზულად არავინ უყურებს.

"რიგგარეშე არჩევნების თემა არასერიოზულად მიმაჩნია. მგონია, რომ ოპოზიციის მხრიდან ეს თემა არის მოთხოვნა მოთხოვნისთვის. თეორიულად რომ დაუშვა, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, შედეგად მათი წარმომადგენლობა პარლამენტში შემცირდება და „ქართული ოცნების“ გაიზრდება. გიორგი ვაშაძის ეს განცხადება, უფრო პოპულისტურ განცხადებას ჰგავს, თვითონაც კარგად ხვდება, რომ არანაირი საფუძველი ამას არ აქვს. გარკვეულწილად ეს არის მცდელობა, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში ისევ გამოჩნდეს ამ განცხადების ავტორი. ადრეც გვახსოვს ასეთი განცხადებები, ყოველი მორიგი არჩევნების შემდგომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნაც გვახსოვს, უმრავლესობის რიგებში ამას სერიოზულად არავინ უყურებს,"- განაცხადა კახიანმა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკაბშირებით თუ პირობებზე შეთანხმდება უმრავლესობა და ოპოზიცია, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება, რისთვისაც დრო მორიგ, 2024 წლის არჩევნებამდე აქვთ.

"საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსულტაციები არ შეჩერებულა, კარგია, რომ დრო გვაქვს, იმ თვალსაზრისით, რომ მორიგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, როგორც ეს განსაზღვრულია კონსტიტუციით. მანამდე დრო არის, რომ ცვლილებები განხორციელდეს, თუ კონსულტაციები შედგება და პირობებზე შევთანხმდებით", - განაცხადა კახიანმა.

ცნობისათვის, გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" განაცხადა, რომ ხელისუფლებას 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მოუწევს. მისი თქმით, საქართველოში რიგგარეშე არჩევნებიც იქნება, რადგან „ოცნებას“ ქვეყანა რადიკალიზაციისკენ მიჰყავს და დასავლეთში „ტყუილების იმიჯი შეიქმნა“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო