ნათია მეზვრიშვილი - პარტია „საქართველოსთვის“ არ და ვერ შეუერთდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მოთხოვნას

„ოცნებამ“ ნება უნდა იბოძოს, დაასრულოს მიხეილ სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით ყოველგვარი სპეკულაცია. ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი, იმიტომ, რომ ქვეყანაში არაერთი მიმართულებით კრიზისია და ამ საკითხის დროულად გადაჭრით, ქვეყნის დღის წესრიგში ჩვენ შინაარსობრივ საკითხებზე უნდა გადავიდეთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა „ოცნებას“ ეკისრება, ისევე როგორც აქამდე ეკისრებოდა, სათანადოდ აღესრულებინა მის მიმართ მართლმსაჯულება.

“სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანასთან დაკავშირებით განმარტება არც ექიმებს გაუკეთებიათ. მათ შორის არც სახალხო დამცველის დასკვნაში ჩვენ ეს არ გვინახავს. აქ მთავარი კითხვა არის „რა ვალდებულებები ეკისრება სახელმწიფოს“. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს - „ოცნებამ“ ნება უნდა იბოძოს, დაასრულოს ამ თემასთან დაკავშირებით ყოველგვარი სპეკულაცია. ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი, იმიტომ, რომ დღეს ქვეყნის დღის წესრიგში არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. არაერთი მიმართულებით კრიზისია, რომელიც „ოცნებამ“ გამოიწვია და შექმნა. ამიტომ ამ საკითხის დროულად გადაჭრით, დროულად დასრულებით, ქვეყნის დღის წესრიგში ჩვენ შინაარსობრივ საკითხებზე უნდა გადავიდეთ, მათ შორის საპარლამენტო პლატფორმაში და უპირველეს ამოცანად დავისახოთ ევროინტეგრაციის საკითხის შემოტანა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის უფლება ჯანმრთელობაზე არ უნდა იქნას სათანადოდ რეალიზებული. „ოცნებას“ ეკისრება პასუხისმგებლობა, ისევე როგორც აქამდე ეკისრებოდა, სათანადოდ აღესრულებინა მის მიმართ მართლმსაჯულება, დღესაც ეს ვალდებულება აქვს და ამავდროულად, მისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევის ვალდებულება.

პარტია „საქართველოსთვის“ არ და ვერ შეუერთდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მოთხოვნას. ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ მის მიმართ მართლმასჯულება უნდა აღსრულდეს, ოღონდ ისე რომ კითხვის ნიშნები ამ მართლმსაჯულების პროცესთან დაკავშირებით არ უნდა გაჩნდეს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა