მიხეილ დაუშვილი - “ოცნებას" ვთავაზობთ, მახინჯი კანონის მიღების ნაცვლად, დაასრულონ სენაკის საკრებულოში პროცედურული ომი, სანაცვლოდ, მზად ვართ, ბათუმის საკრებულოს მუშაობაში  მონაწილეობა მივიღოთ

“ქართულ ოცნებას" ვთავაზობთ, მახინჯი კანონის მიღების ნაცვლად, დაასრულონ პროცედურული ომი სენაკის საკრებულოში, სანაცვლოდ მზად ვართ ბათუმის საკრებულოს მუშაობაში მივიღოთ მონაწილეობა და მათი წევრის უფლებამოსილების ცნობა მოხდეს,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი, რომლითაც ბათუმის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა საკრებულოს ნაცვლად ცესკო-ს შეეძლება.

დაუშვილის განცხადებით, უკვე რამდენიმე თვეა "ქართული ოცნება" სენაკის საკრებულოს მუშაობის საშუალებას არ აძლევს.

„ამის მიზანი ჩვენ რაც მოვისმინეთ არის ძალიან მარტივი რამ - "ოცნება" აგრძელებს ძალაუფლების მითვისებას მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ. ბათუმის საკრებულოს მუშაობა ჯერჯერობით დაწყებული არ არის, რადგან ვერ ხდება შუალედურ არჩევნებში არჩეული "ოცნების" წევრის უფლებამოსილების ცნობა. ამასთანავე, გახსოვთ, რა ხდება სენაკის საკრებულოში, სადაც „ოცნებამ“ გამოგვიცხადა პროცედურული ომი, რაც ბლოკავს სენაკის საკრებულოს ფუნქციონირებას. უფრო მეტიც, ამ მიზნებისთვის მიმართეს სასამართლოს და უკვე მერამდენე თვეა სენაკის საკრებულოს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. ჩვენ ვთავაზობთ, ნაცვლად მახინჯი კანონის მიღებისა, რომელიც გულისხმობს - მოქალაქეების ნება ფეხებზე გვკიდია, ბოდიში, მაგრამ ამას ეუბნება „ოცნება“ მოქალაქეებს, რომ მათ მაინც ერთპიროვნული ძალაუფლება ექნებათ ბათუმის საკრებულოში, რადგან კანონს ისე შეცვლიან და მოირგებენ, რომ მათი წევრის უფლებამოსილების ცნობას მოახდენენ. ჩვენ მარტივ რამეს ვთავაზობთ, ნაცვლად ამ მახინჯი კანონის მიღებისა და კანონმდებლობის საკუთარ თავზე მორგებისა, დაამთავრე სენაკის საკრებულოში პროცედურული ომი, მიეცი საკრებულოს მუშაობის საშუალება და ამის სანაცვლოდ ჩვენც, პარტია "საქართველოსთვის" მზად ვიქნებით ბათუმის საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობა მივიღოთ და ბათუმის საკრებულოც გახდეს სრულად ფუნქციონირებადი, მათ შორის, შუალედური არჩევნებით არჩეული მათი წევრის უფლებამოსილების ცნობა მოხდეს და ეს პროცესი დასრულდეს",- განაცხადა დაუშვილმა.

ცნობისათვის, არსებული ინფორმაციით, მმართველი გუნდი საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს, რომლის გათვალისწინებით, ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილებას საკრებულოს ნაცვლად, ცესკო ცნობს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო