ჯო ბაიდენი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერთა ვირტუალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 8 მაისს, „დიდი შვიდეულის“ ფორუმის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების კოლეგებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი ავრცელებს.

„კვირას დილით, პრეზიდენტი ბაიდენი „დიდი შვიდეულის” ქვეყნების ლიდერთა ვირტუალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ხელმძღვანელობს. ლიდერებს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი შეუერთდება. ისინი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის უახლეს მოვლენებსა და მის გლობალურ მნიშვნელობას განიხილავენ, უკრაინისა და უკრაინის მომავლის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ”, - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა.

მათივე ინფორმაციით, დღის წესრიგში ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხიც იქნება.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა