უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ BBC-ის განუცხადა, რომ რუსული ენერგეტიკის სრული ემბარგო უნდა მოხდეს ახლავე.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამის გაკეთება აუცილებელია ახლავე, მხოლოდ იმიტომ, რომ გაზისა და ნავთობის უზარმაზარი ფასები რუსეთს ეხმარება, რომ მათი ბიუჯეტი მეტი იყოს, ჩვენთან შედარებით. რუსეთის ბიუჯეტი ძალიან დიდი მოგებით მუშაობს”, - განაცხადა მარჩენკომ.
მარჩენკომ განაცხადა, რომ არ ფიქრობს, რომ რუსული ენერგორესურსების ყიდვის სრული აკრძალვა ომს დაასრულებს, მაგრამ თვლის, რომ ეს რუსეთს იმაზე მეტად დააზარალებს, ვიდრე ახლა.