საბა ბუაძე - სააკაშვილი ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდეს, მაგრამ ის იმსახურებს ჰუმანურ მოპყრობას, იმსახურებს, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული და მისი მკურნალობა იყოს ადეკვატური

მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდეს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა საბა ბუაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ამასთან, როგორც ბუაძემ აღნიშნა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ჰუმანურ მოპყრობასა და ადეკვატურ მკურნალობას იმსახურებს, თუმცა, პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრალური საკითხი ეს არ უნდა იყოს.

„სააკაშვილთან დაკავშირებით ვიტყვი ერთს, ნამდვილად არ ვარ სააკაშვილის პოლიტიკური გულშემატკივარი, მიმაჩნია, რომ ის ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდეს, მაქვს შეფასება მისი მმართველობის, გარკვეულწილად - პოზიტიური, გარკვეულწილად - ნეგატიური, ყოველთვის მისი ოპოზიცია ვიყავი, მაგრამ ის არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც იმსახურებს ჰუმანურ მოპყრობას, რომელიც იმსახურებს, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული და მისი მკურნალობა იყოს ადეკვატური. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს უნდა იყოს პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრალური საკითხი, სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი არსებული რეალობის საპირისპირო. მესმის, რომ არსებობს საზოგადოებაში ჯგუფები, რომელთათვისაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა საკრებულოს სხდომიდან მოვდივარ აქ და გეტყვით, რომ იქ გაცილებით სხვა პრობლემებია. კორუფციის ლეგალიზაცია მიდის, ახლაც კოეფიციენტის ფორმულირების წესი ისე შეცვალეს, რომ დეველოპერებს კიდევ დაემატებათ რამდენიმე ასეული ათასი დოლარი, დღევანდელ სხდომაზე მაგალითად, კალაძემ საკუთარ ძმაკაცს გაუორმაგა კოეფიციენტი და ამით რამდენიმე მილიონის ქონება ჩაუდო ჯიბეში, ამ ფონზე საზოგადოება სავალალო მდგომარეობაშია. ვფიქრობ, ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრალურ საკითხად ეს უნდა გადავაქციოთ. მესმის, რომ არის ეს პრობლემა, რომელსაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქვია, მაგრამ ხელისუფლების ცვლილების გარეშე, ეს არ მოგვარდება“, - განაცხადა ბუაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო