ნენსი პელოსი - ზელენსკი გმირია, პუტინი კი ლაჩარი, ის მშვიდობიან მოსახლეობასთან ომობს და ბავშვებს ებრძვის

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ლაჩარი უწოდა.

მისი თქმით, პუტინი ბავშვებთან და მშვიდობიან მოსახლეობასთან ომს აწარმოებს,- ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა MSNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„პუტინი ლაჩარია. ის მშვიდობიან მოსახლეობასთან ომობს. ის ბავშვებს ებრძვის და მათ ომის იარაღად იყენებს. პუტინი ლაჩარია, ზელენსკი კი- გმირი“, - განაცხადა პელოსიმ.

სპიკერის თქმით, პუტინი რუს ჯარისკაცებს სისასტიკისკენ, ბავშვებისა და ქალების გაუპატიურებისკენ აქეზებს.

„ძალადობის ეს აქტები ცივილიზებული, ადამიანური ქცევის ზღვარს მიღმაა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში უნდა იყოს და იმედი მაქვს, ეს ასეც იქნება“, - განაცხადა მან.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს