აჭარაში საპროტესტო აქციაზე დაკავებული “ნაციონალური მოძრაობის” 5 წევრი სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, აჭარის მთავრობის სახლთან დაკავებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების - გიორგი კირთაძის, ლევან ანთაძის, გია აბულაძის, მერაბ ვარშალომიძის და ილია ჯინჭარაძის პროცესი გაიმართა. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სამართალდამცავებისგან მტკიცებულებების წარდგენა და პოლიციის მაღალჩინოსნების: ირაკლი ბასილაძისა, დავით მაღრაძის და გრიგოლ ბესელიას გამოკითხვა მოითხოვა. მათი თქმით, აღნიშნული მაღალჩინოსნები დაკავებაში უშუალოდ იყვნენ ჩართული.

“მტკიცებულებები პოლიციას არ წარმოუდგენია, ველოდებით. ასევე დრო გვჭირდება მასალების მოსამზადებლად. პოლიციის მაღალჩინოსნების - გრიგოლ ბესელიას და ირაკლი ბასილაძის გამოკითხვას ვითხოვთ. ამასთან, პოლიციის მანქანაში ჩანაწერის წარდგენას”, - აღნიშნეს ადვოკატებმა.

თავის მხრივ, სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ პოლიციის მანქანაში ჩაწერა არ მიმდინარეობდა.

დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მომდევნო სასამართლო პროცესი 23 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, გუშინ აჭარის მთავრობის სახლთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მათი მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანი მოთხოვნით აქციას მართავდნენ. მათ პროტესტის ნიშნად კარვები გაშალეს, მოგვიანებით სამართალდამცავებმა კარვები აიღეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცავებმა გუშინ 25 პირი დააკავეს.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი