უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუს სამხედროებზე - მათ ცოტა ჭკუა აქვთ, მაგრამ რაოდენობრივად ბევრნი არიან,მათ გამოაქვთ ყველაფერი საწყობებიდან და მოაქვთ და მოაქვთ

საფრთხის დონის სათანადოდ შეუფასებლობა დაუშვებელია. ისინი ძალიან ბევრნი არიან. როგორც ფილმებში, რომლებიც ორკებზეა გადაღებული: ისინი მოდიან და მოდიან, მათ წვავენ და წვავენ,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა იქნება თუ არა ფრონტის ხაზზე უკრაინის თავდაჯერებულობისთვის საკმარისი პარტნიორების მიერ გაგზავნილი შეიარაღება, ამერიკის შეერთებული შტატების ლენდ- ლიზის გათვალისწინებით.

თავდაცვის მინისტრის შეფასებით, ამაზე საუბარი რთულია, რადგან ყველაფერი საბრძოლო მოქმედებების წარმოების ინტენსივობაზე იქნება დამოკიდებული.

„ასე თქმა არ შეიძლება, იმიტომ რომ ყველაფერი დამოკიდებულია ცეცხლის გახსნის ინტენსივობაზე: ჩვენი ბრიგადები და ბატალიონები რამდენ საბრძოლო კომპლექტს გახარჯავენ საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას, იმიტომ რომ ჩვენ ფრონტის საკმაოდ ფართო ხაზი გვაქვს. კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქების გათავისუფლების შემდეგ ის შემცირდა, მაგრამ საფრთხე მაინც რჩება და ჩვენ ეს გვესმის. ამიტომ ჩვენ ჯერ ისევ გაგვიჭირდება და ჩვენთვის ჯერ კიდევ მძიმე იქნება ეს ყველაფერი“,- განაცხადა რეზნიკოვმა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა მოთმინებით აღიჭურვოს, რადგან მტერი მრავალრიცხოვანია.

„მათ ცოტა ჭკუა აქვთ, მაგრამ რაოდენობრივად ბევრნი არიან - ადამიანებიც, ტექნიკაც. მათ გამოაქვთ ყველაფერი საწყობებიდან და მოაქვთ და მოაქვთ“,- განაცხადა რეზნიკოვმა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების წყალობით, რუსული ჯარების ელიტარული ქვედანაყოფები ქვეყნიდან „გადააგდეს“.

„რომ დავითვალოთ ჩამოყრილი თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების რაოდენობა - ეს ნიშნავს, რომ დაიხოცნენ გამოცდილი მფრინავების ეკიპაჟებიც, რომლებსაც ისინი 10-15 წლის განმავლობაში ამზადებდნენ“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

როგორც თავადაცვის მინისტრმა განმარტა, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ნაპოვნი დოკუმენტების მიხედვით, რუსი ჯარისკაცების საშუალო ასაკი 35 წელია „ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ისეთი რეინჯერები არიან, რომლებიც 15 წლის განმავლობაში ემზადებოდნენ და ისინიც განადგურებულები ან გაძევებულები არიან“.

რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთს დრო დასჭირდება ასეთი ახალი "ელიტის" მომზადებისთვის, ამიტომ სამხედროებს, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია ახლა უკრაინაში საბრძოლველად აგზავნის, მომზადების საგრძნობლად დაბალი დონე აქვთ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს