ალექსეი რეზნიკოვი - რუსულმა ძალებმა სამაგიერო გადაუხადეს და ახლაც უხდიან რუსულენოვან უკრაინელებს, რომლებიც მათ ყვავილებით არ შეხვდნენ -უკრაინამ განაცხადა: „არ დავნებდები ბრძოლის გარეშე“ და არც ნებდება!

რეალურად, რუსულმა ძალებმა სამაგიერო გადაუხადეს და ახლაც უხდიან რუსულენოვან უკრაინელებს, რომლებიც მათ ყვავილებით არ შეხვდნენ, როგორც ამაზე რუსები ოცნებობდნენ და როგორც ეს მოხდა ზოგიერთ ადგილას 2014 წელს,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მთავარი შეცდომა უპირატესად რუსულენოვანი ქალაქების განადგურება იყო, როგორებიც: ვონოვახა, ხარკოვი და მარიუპოლია.

„არ დავნებდები ბრძოლის გარეშე“,- განაცხადა ახლა უკრაინამ და არც ნებდება. ამიტომ ხორციელდება ამდენი სარაკეტო, საარტილერიო თავდასხმა მშვიდობიან ქალაქებზე, სადაც უმრავლესობას რუსულენოვანი მოსახლეობა შეადგენს“,- განაცხადა რეზნიკოვმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო