ლუგანსკის ოლქში ოკუპანტებმა სკოლა დაბომბეს, რომელსაც  90 ადამიანი აფარებდა თავს

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში სკოლა დაბომბეს, რომელსაც 90 ადამიანი აფარებდა თავს. სოფელ ბელოგოროვკაში სკოლას სოფლის თითქმის მთელი მოსახლეობა თავს აფარებდა, რომლებმაც ევაკუაცია ვერ მოასწრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ავრცელებს.

„უკანასკნელი კვირის განმავლობაში ბელოგოროვკა, ცხელი წერტილია. ორკები თავდაცვის გარღვევას ცდილობენ, მიდის გამუდმებული ბრძოლები. დღეს რუსი მკვლელები იბრძოდნენ უიარაღო მშვიდობიან მოსახლეობასთან“,- განაცხადა გაიდაიმ.

სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, თავიდან ოკუპანტები ადგილობრივ კულტურის სახლს ბომბავდნენ, ადამიანებს აღარ დარჩათ თავშესაფარი, ამიტომ ისინი სკოლის შენობაში გადავიდნენ.

„რუსმა სამხედროებმა სწორედ სკოლას დაარტყეს და ადამიანებს გადარჩენის შანსი წაართვეს“,- განაცხადა გაიდაიმ.

თავდასხმის მომენტში სკოლას დაახლოებით 90 ადამიანი აფარებდა თავს. ნანგრევებიდან 330 ადამიანის ამოყვანა უკვე მოხერხდა. დაღუპულია 2 ადამიანი. სამძებრო - სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა