ვოლოდიმირ ზელენსკი - მზადდება "აზოვსტალიდან" ევაკუაციის მეორე ეტაპი: დაჭრილების და მედიკოსების

მზადდება "აზოვსტალიდან" ევაკუაციის მეორე ეტაპი: დაჭრილების და მედიკოსების, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს ევაკუაციის პირველი ეტაპის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის.

„დიდი მადლობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და გაეროს, რომლებიც „აზოვსტალიდან“ საევაკუაციო მისიის პირველი ეტაპის გატარებაში დაგვეხმარნენ. 300-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა გახდა შესაძლებელი - ქალებისა და ბავშვების, ფაქტობრივად, ჩვენ გამოვიყვანეთ სამოქალაქო პირები „აზოვსტალიდან“ და ვამზადებთ საევაკუაციო მისიის მეორე ეტაპს - დაშავებულებისა და მედიკოსების გამოსაყვანად. რა თქმა უნდა, თუ ყველა შეასრულებს შეთანხმებას, რა თქმა უნდა, თუ ტყუილი არ იქნება“,- განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს „აზოვსტალიდან“ სამხედროების გამოყვანა, „ყველა გმირის, რომელიც იცავს მარიუპოლს“.

„ეს უკიდურესად რთულია, მაგრამ მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, ყველას ესმის ამ სირთულის მთავარი მიზეზი და ასევე ის თუ სად მდებარეობს ამ სირთულის მიზეზი. მაგრამ ჩვენ იმედს არ ვკარგავთ. ჩვენ არ ვჩერდებით. ყოველდღიურად ვეძებთ ასეთ დიპლომატიურ ვარიანტს, რომელმაც შეიძლება იმუშაოს. ჩვენი გუნდი ხვალისთვის ამზადებს საევაკუაციო დერეფნებს მარიუპოლის ყველა მცხოვრებისთვის და ასევე ახლომდებარე დასახლებული პუნქტებისთვის“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს