სერგეი ვოლინა - თითქოს რაღაც ჯოჯოხეთურ რეალითი-შოუში აღმოვჩნდი, სადაც სამხედროები ვიბრძვით სიცოცხლისთვის, მთელი მსოფლიო კი უბრალოდ თვალს ადევნებს საინტერესო სიუჟეტს

თითქოს რაღაც ჯოჯოხეთურ რეალითი-შოუში აღმოვჩნდი, სადაც ჩვენ, სამხედროები ვართ, ვიბრძვით სიცოცხლისთვის, ვიყენებთ ყველა შანსს გადარჩენისთვის, მთელი მსოფლიო კი უბრალოდ თვალს ადევნებს საინტერესო სიუჟეტს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის მეთაურმა სერგეი ვოლინამ „ფეისბუქის“ გვერდზე წერილი გაავრცელა.

მისი თქმით, უკრაინელი მებრძოლები, რომლებიც მარიუპოლს იცავენ და თავს „აზოვსტალის“ ქარხანას აფარებენ, იმედოვნებენ, რომ მათი გადარჩენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება.

„ასეთი სცენარები, როგორშიც ჩვენ ვართ ფილმებსა და სერიალებში გამოიყენება. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ეს ფილმი არ არის და არც ჩვენ ვართ გამოგონილი პერსონაჟები. ეს რეალური ცხოვრებაა. ტკივილი, ტანჯვა, შიმშილი, წამება, ცრემლები, შიში, სიკვდილი - ყველაფერი რეალურია“,- განაცხადა სერგეი ვოლინამ.

მისივე თქმით, მას ყველაზე მეტად ცინიზმი აკვირვებს.

„არსებობს მიღებული წესები, ისინი ერთნაირია ყველასთვის, დამტკიცებულია კანონებით, ხელმოწერებითა და ბეჭდებით, მაგრამ ისინი არ მოქმედებენ. მაშინ საერთოდ რა საჭიროა ისინი?“- განაცხადა მან.

36-ე ბრიგადის ხელმძღვანელის თქმით, ახლა მას მხოლოდ სასწაულის იმედი აქვს.

„მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ მაღალი ძალები იპოვიან გამოსავალს ჩვენი გადარჩენისთვის. და ეს ჯოჯოხეთური რეალითი-შოუ დასრულდება. მაღალო ძალებო, ჩვენ ველით თქვენი ქმედებების შედეგებს. დრო გადის, დრო კი ჩვენი სიცოცხლეა“,- განაცხადა ვოლინამ. მან ამასთანავე აღნიშნა, რომ მებრძოლები უკრაინის ერთგულები არიან და ყველას მოუწოდებენ, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ მათი დახმარებისთვის.

„თეთრი დროშები მოსახლეობის ევაკუაციისთვის უკვე მეოთხედ გამოიყენება. ბოლო ევაკუაციის ფასი სამი მოკლული და 6 დაჭრილი სამხედროა. მარიუპოლის გარნიზონმა გააკეთა ყველაფერი მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენისთვის“,- განაცხადა მებრძოლმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო