გიორგი კანდელაკი - საქართველომ ნაციზმზე გამარჯვება უნდა აღნიშნოს 8 მაისს - 9 მაისი განასახიერებს მეორე მსოფლიო ომის ყალბ ინტერპრეტაციას, რომელიც საფუძველში უდევს პუტინის რეჟიმს, რასთანაც საქართველო თავს არ უნდა აიგივებდეს

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი ინიციატივით გამოდის, რომ საქართველოში ნაციზმზე გამარჯვების დღე 9 მაისის ნაცვლად 8 მაისს აღინიშნოს.

როგორც კანდელაკმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, 9 მაისი განასახიერებს მეორე მსოფლიო ომის ყალბ ინტერპრეტაციას და საქართველო ამ ინტერპრეტაციასთან თავს არ უნდა აიგივებდეს, რადგან ეს „საფუძვლად უდევს რუსეთის მიმდინარე აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“.

,,9 მაისს საქართველო რუსეთის ფედერაციასთან ერთად აღნიშნავს ნაციზმის დამარცხებას, მაშინ, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო ამ თარიღს აღნიშნავს 8 მაისს. მსურს გამოვიდე ინიციატივით, რომ საქართველომ ეს თარიღი აღნიშნოს სწორედ დღევანდელ დღეს და არა ხვალ. კარგი იქნებოდა, რომ ეს ცვლილება ადრეც მომხდარიყო და ეს მნიშვნელოვანი თარიღი აღგვენიშნა, მათ შორის ჩვენი ხელისუფლების დროს 8 მაისს, მაგრამ დღეს ეს ნაბიჯი იმდენად მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. 9 მაისი განასახიერებს მეორე მსოფლიო ომის ყალბ ინტერპრეტაციას, რომელიც საფუძველში უდევს პუტინის რეჟიმს რუსეთის ფედერაციაში. 9 მაისი განასახიერებს სიცრუეს თითქოს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1941 წელს, მაშინ, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1939 წელს, როდესაც ნაცისტური გერმანია და საბჭოთა კავშირი ერთმანეთს შეეკვრნენ და თავს დაესხნენ პოლონეთს. საქართველო ამ ყალბ ინტერპრეტაციასთან თავს არ უნდა აიგივებდეს რადგან ეს უდევს საფუძვლად რუსეთის მიმდინარე აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ეს არის ძალიან მწვავე საკითხი, უკრაინა ძალიან დიდი ხანია ამ თარიღს 8 მაისს აღნიშნავს. ჩვენ დავრჩით ასე, ბელარუსიც აღნიშნავს 9 მაისს. არ არის დასამალი, რომ „ქართული ოცნება“ ბოლო წლების განმავლობაში აპელირებს სწორედ მეორე მსოფლიო ომის რუსულ ყალბ და პუტინისტურ ინტერპრეტაციაზე“, - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია