გიორგი კანდელაკი ნინო წილოსანის განცხადებაზე - თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან უფრო მეტ შეურაცხყოფას განიცდის საქართველო, ვიდრე პუტინისგანო - ტვინში სისხლი ჩამექცა, როდესაც ეს მოვისმინე

ნინო წილოსანს პრობლემად არ მიაჩნია ათასობით ჩვენი მოქალაქის მკვლელობა, ეთნიკური წმენდა, საბჭოთა ოკუპაცია და ის სისხლის მდინარეები, რაც საქართველოში დააყენა სტალინის რეჟიმმა და პრობლემად მიაჩნია უკრაინის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის სამართლიანი კრიტიკა საქართველოს მისამართით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კანდელაკის შეფასებით, წილოსანის განცხადება "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკის საუკეთესო შეჯამებაა.

„თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან უფრო მეტ შეურაცხყოფას განიცდის საქართველო, ვიდრე პუტინისგანო - ეს არის გამაოგნებელი განცხადება, ტვინში სისხლი ჩამექცა, როდესაც ეს მოვისმინე. წილოსანის ეს განცხადება "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკის კვინტესენცია და საუკეთესო შეჯამებაა. არის ერთ განცხადებაში მოქცეული ის, თუ რაში მდგომარეობს მათი საგარეო პოლიტიკური „დე - ენ - ემ“-ი. მას პრობლემად არ მიაჩნია ათასობით ჩვენი მოქალაქის მკვლელობა, ეთნიკური წმენდა, საბჭოთა ოკუპაცია და ის სისხლის მდინარეები, რაც საქართველოში დააყენა სტალინის რეჟიმმა და პრობლემად მიაჩნია უკრაინის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის სამართლიანი კრიტიკა საქართველოს მისამართით, რომელიც ამ ომში იქცა, როგორც რუსეთის რბილი სატელიტი“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ რუსეთისგან "თუ არ ჩავთვლით ძირითად ტრაგედიას, ოკუპაციას", ნამდვილად არ ახსენდება "ისეთი შეურაცხყოფა, რომელიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა".

"მე არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ძირითად ტრაგედიას, რაც ოკუპაცია არის, ამის შემდეგ ნამდვილად არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, რომელიც ამ შემთხვევაში უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა", - განაცხადა წილოსანმა, როდესაც უპასუხა "დროებას" ჟურნალისტის კითხვას, თუ ახსენდება შემთხვევა, როცა „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პუტინის მისამართით გამოიყენეს სიტყვა - „ვიგინდარა“ ან „სამარცხვინო არსება?“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო