სოფელ მარტყოფში სახალხო დღესასწაული "აპარნობა" აღინიშნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული "აპარნობა" აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სპორტული ღონისძიებების ფარგლებში აპარნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცხენოსნობა გაიმართა. შეჯიბრში გამარჯვებული მხედრები, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა დააჯილდოეს.

უამინდობის მიზეზით ქართული ჭიდაობა და მკლავჭიდი, ღია სივრცის ნაცვლად, სოფელ მარტყოფის ძიუდოს დარბაზში გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის სპორტსმენებმა მიიღეს. გამარჯვებულ სპორტსმენებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

,,აპარნობა 2022 გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და ა(ა)იპ სპორტული ცენტრის პატრონაჟით გაიმართა.

ცნობისთვის, აპარნის მიმდებარე ტერიტორიაზე 1625 წელს მოურავ გიორგი სააკაძის მეთაურობით, ყიზილბაშთა მრავალრიცხოვან ლაშქართან ბრძოლა, ქართველების ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. ქართველების გამარჯვება, ისტორიაშია "მარტყოფის ბრძოლის" სახელით შევიდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი