ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირმა რუსული სავალუტო რეზერვების უკრაინის აღსადგენად გამოყენება უნდა განიხილოს

ევროკავშირმა, ომის შემდეგ, მილიარდობით დოლარის ღირებულების რუსული სავალუტო რეზერვების უკრაინის აღსადგენად გამოყენება უნდა განიხილოს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მე მომხრე ვიქნებოდი, რადგან ეს სავსეა ლოგიკით,“ - აღნიშნა ბორელმა, რითაც უპასუხა შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა გაყინული რუსული რეზერვების გამოყენება უკრაინის აღდგენის დაფინანსებაში ომის დასრულების შემდეგ.

„ჩვენ გვაქვს ფული ჯიბეებში და ვინმემ უნდა ამიხსნას, რატომ არის ეს კარგი ავღანური ფულისთვის და არა კარგი რუსული ფულისთვის“, - აღნიშნა მან.

ბორელმა იგულისხმა შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, გამოიყენოს ავღანეთის ცენტრალური ბანკის 7 მილიარდი აშშ დოლარის გაყინული აქტივები ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად და ტერორიზმის მსხვერპლთა კომპენსაციისთვის, მას შემდეგ, რაც „თალიბანმა“ ძალაუფლება ხელში ჩაიგდო.

ცნობისათვის, დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დაახლოებით 315 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების რუსეთის სავალუტო რეზერვები დააყადაღეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო