მედიის ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავები „გამარჯვების დღის“ აღსანიშნავად ცაზე ასო „Z“ სიმბოლოს გამოსახავენ

წელს, „მეორე მსოფლიო ომში“ გამარჯვების 77-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართული აღლუმის დროს მოსკოვის ცას 77 რუსული თვითმფრინავი გადაუფრენს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავებს შორის იქნება რვა მიგ-29 ტიპის გამანადგურებელი, რომელიც ცაზე „Z“ სიმბოლოს ფორმირებას განახორციელებს, რათა გამოხატონ მხარდაჭერა უკრაინაში მებრძოლი რუსი ჯარისკაცების მიმართ.

უწყებაში აცხადებენ, რომ აღლუმის სახმელეთო ნაწილში ნაჩვენები იქნება იარაღის 131 სისტემა, მათ შორის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების გამშვები და T-72, T-90 და T-14 ტანკები.

ამასთან, მოსკოვის „წითელ მოედანზე“ სამხედრო აღლუმში დაახლოებით 11 000 ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.

„გამარჯვების დღის“ აღსანიშნავად, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სიტყვით გამოვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა