ვლადიმერ პუტინი - მივმართავ ჩვენს შეიარაღებულ ძალებსა და დონბასის მებრძოლებს, თქვენ იბრძვით სამშობლოსთვის, მისი მომავლისთვის, იმისთვის, რომ არავინ არ დაივიწყოს მეორე მსოფლიოს ომის გაკვეთილი

მივმართავ ახლა ჩვენს შეიარაღებულ ძალებსა და დონბასის მებრძოლებს, თქვენ იბრძვით სამშობლოსთვის, მისი მომავლისთვის, იმისთვის, რომ არავინ არ დაივიწყოს მეორე მსოფლიოს ომის გაკვეთილი, რომ მსოფლიოში არ იყოს ჯალათების, დამსჯელებისა და ნაცისტების ადგილი,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავ საზეიმო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან მეორე მსოფლიო ომში, თუმცა ასევე 2014 წელსა და ახლა მიმდინარე ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილი გამოაცხადა და აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება განსაკუთრებით იზრუნებს დაღუპული ჯარისკაცების შვილებზე.

„ამერიკის შეერთებული შტატები განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თავის განსაკუთრებულობაზე ალაპარაკდა. ამცირებდა რა ამასთან ერთად არა მხოლოდ მთელ მსოფლიოს, არამედ თავის სატელიტებსაც, რომლებსაც უწევთ თავი ისე დაიჭირონ, თითქოს ვერაფერს ვერ ამჩნევენ და ამას მორჩილად ყლაპავენ. მაგრამ ჩვენ სხვანაირი ქვეყანა ვართ, რუსეთს სხვანაირი ხასიათი აქვს, ჩვენ არასდროს არ ვიტყვით უარს ჩვენი სამშობლოს სიყვარულზე, რწმენაზე, ტრადიციულ ფასეულობებზე, წინაპრების წეს-ჩვეულებებზე, ყველა ხალხისა და კულტურის მიმართ პატივისცემაზე. დასავლეთში კი ეს ათასწლეული ფასეულობები, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს გაეუქმებინათ.

მივმართავ ახლა ჩვენს შეიარაღებულ ძალებსა და დონბასის მებრძოლებს, თქვენ იბრძვით სამშობლოსთვის, მისი მომავლისთვის, იმისთვის, რომ არავინ არ დაივიწყოს მეორე მსოფლიოს ომის გაკვეთილი, რომ მსოფლიოში არ იყოს ჯალათების, დამსჯელებისა და ნაცისტების ადგილი”, - განაცხადა პუტინმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა