ავტოსატრანსპორტო ნომრის შენახვა, ფიზიკური შენახვის ნაცვლად, „ვირტუალურად“ იქნება შესაძლებელი

ავტოსატრანსპორტო ნომრის შენახვა, ფიზიკური შენახვის ნაცვლად, „ვირტუალურად“ იქნება შესაძლებელი.

კანონში დაგეგმილი ცვლილებები ინიცირებისთვის მზად არის, რომელიც ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

მოქმედი კანონი ე.წ. ფასიანი ნომრების ფიზიკურად შენახვას ითვალისწინებს, რაც მომსახურების სააგენტოს მიერ სათანადო ფართის გამოყოფას მოითხოვს. როგორც კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ეს მომხმარებლისთვის გარკვეულ დაბრკოლებებს იწვევს, რადგან შენახული ნომრის აღება პირს მომსახურების სააგენტოს მხოლოდ იმ სტრუქტურულ ერთეულში შეუძლია, რომელშიც მან ნომერი ჩააბარა. ამასთან, ნომრის მოძებნა დროში ჭიანურდება და ხშირად შენახული ნომრის დაზიანებაც ხდება.

კანონის პროექტის თანახმად, შესაძლებელი იქნება ნომრის შენახვა არა ფიზიკურად, არამედ „ვირტუალურად“. კანონმდებლები ვარაუდობენ, რომ ამ ცვლილების შედეგად, მომხმარებელი შესძლებს, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში მცირე დროში დაიბრუნოს თავისი სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშანი.

ამავე ცვლილებებით, მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანს შვიდი თვის ნაცვლად, ერთ წლამდე ვადით შეინახავს. პროექტით, აღნიშნული მომსახურების საფასური ავტომობილის შემთხვევაში შეადგენს 35 ლარს, ხოლო მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის შემთხვევაში მომსახურების საფასური განისაზღვრება - 25 ლარით.

პროექტის ინიციატორები დეპუტატები ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ნინო იობაშვილი, გიორგი ამილახვარი, ალექსანდრე ტაბატაძე და ალუდა ღუდუშაური არიან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა