ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირში ევროპის დღის აღნიშვნა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომით დაიჩრდილა

ამ წელს ევროკავშირში ევროპის დღის აღნიშვნა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომით დაიჩრდილა, მაგრამ ევროპაში მიმდინარე ეს აგრესია ხაზს უსვამს ევროპის საერთო ფასეულობების, კეთილდღეობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„როგორც ყოველ წელს 9 მაისს ჩვენ ვზეიმობთ ევროპის დღეს და პატივს მივაგებთ რობერტ შუმანის დამფუძნებელ დეკლარაციას, რომელმაც დაიწყო ევროპული პროექტი. დღეს ასეთ დღესასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 24 თებერვლიდან მთელი ევროპა ხედავს ომის დაბრუნებას მისი ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, სადაც ერთი მხრივ, არის აგრესორი - რუსეთი, ხოლო მეორე მხრივ - აგრესიის მსხვერპლი - უკრაინა. ეს ომი პირველ რიგში და ყველაზე მეტად დარტყმას ევროპას აყენებს, იქიდან გამომდინარე, რომ ის ჩვენს მიწაზე მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა არ არის ევროკავშირის წევრი, ის ძალიან ახლო პარტნიორია, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ყველაზე ფართო ასოცირების შეთანხმება და ვისი ევროპული მიკუთვნებულობაც უდავოა“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მისი თქმით, უკანასკნელ წლებში, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მოქალაქეების უმეტესობა ევროკავშირის ფარგლებში ინტეგრაციას ისტორიულ წარმატებად განიხილავენ, გამოჩნდნენ ადამიანები და პარტიები, რომლებიც ევროპული პროექტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებენ, დაიწყოს ევროკავშირის წინააღმდეგ აგიტაციის ჩატარება და უსაფრთხოების სფეროში მისი, როგორც გლობალური მოთამაშის როლის ეჭვქვეშ დაყენება.

ბორელის თქმით, ამ ომმა ევროკავშირის ცალსახა ერთიანობა აჩვენა, რომელიც გამოიხატა, როგორც სანქციების დაწესებაში, ასევე მან პირველად თავისი არსებობის ისტორიაში, გამოიყენა ევროპული ფონდის ფინანსური რესურსი, თავდასხმის მსხვერპლი ქვეყნის დასახმარებლად. ბორელის შეფასებით, ევროკავშირმა ასევე დაამტკიცა, რომ მას შეუძლია წავიდეს ენერგოდამოუკიდებლობის მიმართულებით.

„ჩვენ უკრაინა ჩვენი კოლექტიური ძალით უზრუნველვყავით, რათა დავხმარებოდით თავის დაცვაში და უზრუნველგვეყო მისი სრული და ერთიანი სუვერენიტეტი. ჩვენ ვიმუშავებთ საერთაშორისო საზოგადოებასთან საკვანძო საერთაშორისო ნორმებისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიმართულებით, ასევე სოლიდარობის შენარჩუნებისთვის ამ აგრესიის გლობალური შედეგების საპასუხოდ“, - განაცხადა ბორელმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა