ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - უკრაინაში კონფლიქტი რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის სამარცხვინო და დამამცირებელია

გაერთიანებული ძალების თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი რუსეთის შეიარაღებული ძალების ლიდერებს "უზნეობასა და კორუფციაში" ადანაშაულებს და აცხადებს, რომ უკრაინაში კონფლიქტი სამარცხვინოა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და მისი გარემოცვა „70 წლის წინანდელ ფაშიზმსა და ტირანიას ასახავენ“.

„ის, რაც პრეზიდენტ პუტინს სურს, არის რუსი ხალხისა და მსოფლიოს დაშინება. მჯერა, რომ უკრაინაში მიმდინარე არაპროვოცირებული კონფლიქტი ამ ჯარისკაცებისთვის სამარცხვინო და დამამცირებელია“, - აღნიშნა ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, რუსეთის გენერალური შტაბი მარცხდება და მათ ეს იციან.

ბენ უოლესმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთის ქვეყნები აგროვებენ ინფორმაციას უკრაინაში შესაძლო სამხედრო დანაშაულების შესახებ და ეს ინფორმაცია გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ „ამ სისასტიკეზე პასუხისმგებელმა ყველა პირმა პასუხო აგოს.“ „თვალყურს ვადევნებთ და ვაფიქსირებთ“, – აღნიშნა ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა