ხატია დეკანოიძე - ერთადერთი გამოსავალი, რომელზეც უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება, არის მესამე პრეზიდენტისთვის სრული რეაბილიტაციის საშუალების მიცემა, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხდება

ერთადერთი გამოსავალი, რომელზეც უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება, არის მესამე პრეზიდენტისთვის სრული რეაბილიტაციის საშუალების მიცემა, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხდება, ერთია ხელისუფლების ყალბი და ფარისევლური სურვილი, რომ მესამე პრეზიდენტი იყოს ჯანმრთელი, მაგრამ ეს არ არის ის სურვილი, რომელიც მათ ამოძრავებთ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მძიმე შედეგები დადგება, ქვეყნისთვის ეს დამღუპველი იქნება.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და იმ მძიმე შედეგები, რომელიც შეიძლება დადგეს, იქნება დამღუპველი ქვეყნისთვის, ეს იქნება ძალიან მძიმე ზიანი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს, ის გარემო რომელშიც იქნება, არ იქნება შესაბამისი, რაც აუცილებელია სრული რეაბილიტაციისა და ჯანმრთელობისთვის. აუცილებელია რეაბილიტაცია იყოს სრულყოფილი, იყოს თავისუფალ გარემოში, რაც სჭირდება მიხეილ სააკაშვილს და აქ ძალიან მკაცრად უნდა დაისვას საკითხი, რომ პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის, პოლიტიკური პატიმარი მესამე პრეზიდენტი არის ყველაზე უფრო დიდი გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვის", - განაცხადა დეკანოიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა დონალდ ტუსკის მიწვევას და აღნიშნა, რომ ეს განცხადება არის გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და ის თავისუფალი უნდა იყოს.

„ტუსკის განცხადება და სააკაშვილის მიწვევა იმ სამიტზე, რომელსაც ესწრება ევროპის ყველა გამოჩენილი პოლიტიკოსი, სახალხო პარტიის წევრი და ქვეყნის მეთაურები, ასახავს იმ დამოკიდებულებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რაც გულისხმობს, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური შურისძიების გამო არის გასამართლებული, ყველანაირი ინდიკატორი აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიებაა. ჩვენი პარტნიორების და მეგობრების მთავარი გზავნილი არის, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს რეგიონში, განვითარებაში, დემოკრატიაში და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რუსეთის დამარცხებაში“, - განაცხადა დეკანოიძემ.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე