მარია ზახაროვა რუსეთის ელჩისთვის წითელი საღებავის შესხმაზე - დასავლეთი ფაშიზმის რეინკარნაციის კურსს ატარებს, მაგრამ, ჩვენ ვერ შეგვაშინებთ

ნეონაციზმის თაყვანისმცემლებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი სახე და ეს სახე სისხლიანია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რითაც ვარშავაში რუსეთის ელჩზე თავდასხმას გამოეხმაურა.

მისი თქმით, რუსეთის შეშინება შეუძლებელია.

„მეორე მსოფლიო ომის გმირების ძეგლების დანგრევა, საფლავების შეურაცხყოფა და ახლა, ყველა ღირსეული ადამიანისთვის წმინდა დღეს, გვირგვინით შემკობის ცერემონიის ჩაშლა ადასტურებს, რომ დასავლეთი ფაშიზმის რეინკარნაციის კურსს ატარებს, მაგრამ, როგორც ვთქვი, ჩვენ ვერ შეგვაშინებთ", - აღნიშნა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, პოლონეთში რუსეთის ელჩს, ანატოლი ანტონოვს ვარშავაში წითელი საღებავი შეასხეს, როდესაც ის წითელი არმიის ჯარისკაცების საფლავს გვირგვინით ამკობდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს