უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის კითხვარის მეორე ნაწილი შეავსო

უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ვიდეო ფორმატში შეხვდა.

„წარვადგინე შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი უკრაინას ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა ევროკომისიის ხელმძღვანელს, ამ „მნიშვნელოვან გზაზე უკრაინის მიმართ მხარდაჭერის მკაფიო სიგნალებისთვის.“

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი 28 თებერვალს მოაწერა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა