მამუკა მდინარაძე აცხადებს,  რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების „სხვებზე მეტი შანსი აქვს“

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების „სხვებზე მეტი შანსი აქვს“, რადგან საქართველო „ყოველთვის აღიქმებოდა ლიდერად რეფორმების მიმართულებით“.

ამის შესახებ მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

როგორც მდინარაძე აცხადებს, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ პარტნიორებიც აღნიშნავენ, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ევროკავშირთან და ნატო-სთან ახლოს, როგორც დღეს.

„გახსოვთ წინა პერიოდი, როდესაც ნატო-სთან და ევროკავშირთან დაახლოების გზაზე რეფორმებზე იყო ხოლმე საუბარი - საქართველოს ყოველთვის მოიხსენიებდნენ, როგორც ლიდერს რეფორმების შესრულების საქმეში. ბევრი განცხადება მოგვისმენია, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ევროკავშირთან და ნატო-სთან, როგორც ეს არის დღეს. ამას საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ასკვნიან. აქედან გამომდინარე, პერსპექტივა არის რეალური და თუკი ვინმე დღეს იმსახურებს, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის ჩვენი სახელმწიფო და სამშობლო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობისთვის შევსებული კითხვარის ერთი ნაწილი უკვე შევსებული და გაგზავნილია, ხოლო მეორე ნაწილი ხვალ იქნება გადაცემული.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო