ოლაფ შოლცმა ბერლინში ემანუელ მაკრონს უმასპინძლა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დღეს ბერლინში, ემანუელ მაკრონი მიიღო და გამართულ პრესკონფერენციაზე მან საფრანგეთის პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

შოლცის თქმით, საფრანგეთსა და გერმანიას შორის კარგი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და რომ ორმა ქვეყანამ კარგად უნდა იმუშაოს ერთად, რათა ევროპამ კარგად იმუშაოს.

მისი თქმით, არავის შეეძლო სცოდნოდა, რომ უკრაინაში ომი დაიწყებოდა, ან რომ ,,ათასობით ადამიანი სიკვდილსა და განადგურებას განიცდიდა".

,,ჩვენ გამოვცადეთ ისტორიაში გარდამტეხი მომენტი", - განაცხადა შოლცმა.

მაკრონმა კანცლერ შოლცს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ისინი შექმნიან ევროპას, რომელიც იქნება უფრო ძლიერი და ,,დიდი გამოწვევებისთვის" მომზადებული.

,,ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ დემოკრატია, ვიყოთ უკრაინის გვერდით და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები", - განაცხადა მაკრონმა.

მაკრონის თქმით, ისინი ასევე გაზრდიან რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და დასძინა, რომ ევროპის ქვეყნები დახმარებას გააგრძელებენ, მათ შორის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას. მისი თქმით, ევროპამ რუსული ენერგეტიკის იმპორტზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა