ვახტანგ კაპანაძე - პუტინს აქვს ორი ვარიანტი: შეწყვიტოს საომარი მოქმედება, გააჟღეროს, რომ ეს არის ის, რაც რუსეთს სურდა ან გააგრძელოს ომი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შიდა აფეთქება, რასაც ის გადაყვება

პუტინს იმდენად უყვარს თავისი თავი და იმდენად უფრთხილდება თავის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომ ჰიტლერისგან განსხვავებით, თვითმკვლელობაზე წამსვლელი არ არის, - ამის შესახებ გენერალ-მაიორმა, ანალიტიკური ცენტრის "ჯეოქეისის" მრჩეველმა, ვახტანგ კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, „პუტინი არის ადამიანი, რომელიც მოლაპარაკებებზე სხვა ადამიანს 5 მეტრის მოშორებით სვამს, შესაბამისად, ასეთი ადამიანი არ არის ბირთვულ ომზე წამსვლელი“.

„პუტინს აქვს ორი ვარიანტი - პირველი, რომ შეწყვიტოს საომარი მოქმედება, გადავიდეს თავდაცვის პოზიციებზე, თავისი პროპაგანდისტების დახმარებით გააჟღეროს, რომ ეს არის ის, რაც რუსეთს სურდა. ამას ისე შეფუთავენ, თითქოს ეს არის დიდი წარმატება. ერთადერთი, რაც მათ რჩებათ, ეს არის „აზოვსტალი“, რათა თქვან რომ „დენაციფიკაციაც“ განახორციელეს. რუსეთს დღესაც შეუძლია თქვას, რომ „[უკრაინის] „დემილიტარიზაცია“ განვახორციელე, რადგან სამხედრო პოტენციალი გავუნადგურე“. ამით პუტინი თავის თანამდებობაზე ყოფნას გაიხანგრძლივებს კიდეც.

პუტინისთვის მეორე ვარიანტია, რომ გააგრძელოს ეს ომი, გამოაცხადოს მობილიზაცია და ამ ხორცის საკეპ მანქანაში გაატაროს თავისი სამხედრო მოსამსახურეები. ამან შეიძლება გამოიწვიოს რუსეთში ხალხის შიდა აფეთქება, რასაც პუტინი გადაჰყვება“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი - მადლობა საქართველო! თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწიეთ, რომ მომდევნო ქვეყნისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ „კრედო ბანკის“ მწვანე პროექტის პარტნიორი გახდა
რეკომენდაციები კიბერდამნაშავეებისგან თავის დასაცავად