ალუდა ღუდუშაური - სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი არ განიხილება, რომ კანონმდებლობა თავდებობას ითვალისწინებდეს, ასეთი რამ გამორიცხულია, შესაბამისად, წარმოუდგენელია ახალი ველოსიპედის მოგონება

სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი არ განიხილება, რომ კანონმდებლობა თავდებობას ითვალისწინებდეს, ასეთი რამ გამორიცხულია, შესაბამისად, წარმოუდგენელია რაიმე ახალი ველოსიპედის მოგონება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს პარლამენტს მიმართოს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაში, თავდებში ჩაუდგებიან, რომ მკურნალობის შემდეგ ის დაბრუნდება.

ღუდუშაურის განცხადებით, სააკაშვილმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ მის ჯანმრთელობაზე თავადაც არის პასუხისმგებელი.

„ნაციონალურ მოძრაობაში" არიან იურისტები და ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, რომ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი არ განიხილება, რომ კანონმდებლობა თავდებობას ითვალისწინებდეს, ასეთი რამ გამორიცხულია. სააკაშვილი მსჯავრდებულია არაერთ მძიმე დანაშაულში, შესაბამისად აქ წარმოუდგენელია რაიმე ახალი ველოსიპედის მოგონება. საქართველო პატივს სცემს საკუთარ და საერთაშორისო კანონმდებლობას, დადგენილი კანონების და ნორმების შესაბამისად მოქმედებს სახელმწიფო. „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური წარმომადგენლები ცდილობენ როგორმე სააკაშვილი პასუხისმგებლობას აარიდონ და სასჯელს განარიდონ, ეს არ და ვერ იქნება სისრულეში მოყვანილი, ეს არის დროის ფუჭი ხარჯვა. უნდა აღინიშნოს, რომ ყველაფერ ამას წინ უძღოდა სააკაშვილისგან სიტუაციის ხელოვნურად გამწვავება, საზოგადოება ხედავს, ის ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე დაუძვრეს მართლმსაჯულებას, ეს არ გამოვა. ერთადერთი სააკაშვილმა რაც უნდა გააკეთოს, კარგად უნდა გაიაზროს მის ჯანმრთელობაზე თავადაც არის პასუხისმგებელი, ამიტომ ხელოვნურად გამწვავებისკენ სიტუაცია არ უნდა წაიყვანოს“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო