ლევან დავითაშვილი აშშ -ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

აშშ - ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ- ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს სკოტ ნათანს შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ისეთი ორგანიზაციების მეშვეობით კი, როგორიცაა აშშ - ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია DFC (ყოფილი OPIC), განხორციელდა საქართველოში არაერთი დარგის მხარდაჭერა, როგორიცაა, მათ შორის, საფინანსო სექტორი, ტურიზმი, ჯანდაცვა, წარმოება, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება და სხვ.

„ითქვა, რომ კორპორაციამ ქვეყნის ეკონომიკაში 750 მლნ აშშ დოლარზე მეტი თანხის ინვესტირება განახორციელა და ამჟამად 12 მოქმედ პროექტს ახორციელებს საერთო ღირებულებით 188 მლნ აშშ დოლარი.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა DFC-ის გეგმებზე რეგიონული ოფისების გახსნის თაობაზე და ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზაობა აღნიშნული ოფისის საქართველოში გახსნის თაობაზე თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ.

ამერიკული მხარის დიდი ინტერესი გამოიწვია შავი ზღვის ფსკერზე საქართველოსა და რუმინეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელის პროექტმა, რომელიც საქართველოს და ევროკავშირის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს ერთმანეთთან დააკავშირებს და მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას.

აღინიშნა, რომ საქართველო მოხარული იქნება, თუკი მეტი ამერიკული კომპანია იქნება წარმოდგენილი საქართველოში, ხოლო უფრო აქტიური თანამშრომლობა ისეთ სამთავრობო ორგანიზაციასთან, როგორიცაა აშშ - ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია, ხელს შეუწყობს ამ მიზნის უფრო სწრაფად მიღწევას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობას გააგრძელებენ ტურიზმის, ინფრასტრუქტურისა და ენერგოუსაფრთხოების გაღრმავების მიმართულებით.

ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ აზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და საქართველოს რეგიონული ჰაბის ფუნქციის განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ აშშ საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია, საიდანაც განხორციელებულმა ინვესტიციებმა 1,8 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. 2022 წლის 1 მარტის მონაცემებით, საქართველოში ამერიკული კაპიტალით 351 მოქმედი კომპანია ფუნქციონირებს და მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორიცაა ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, საფინანსო სფერო, წარმოება, ინფრასტრუქტურა და უძრავი ქონება.

შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დელეგაციასთან ერთად რამდენიმედღიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. ლევან დავითაშვილმა შეხვედრები უკვე გამართა აშშ - ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორთან სკოტ ნათანთან, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან ქეთრინ თაისთან და აშშ-ის ექსპორტ-იმპორტ ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯუდიტ ფრაიორთან. დაგეგმილია ვიცე-პრემიერის შეხვედრები აშშ- ის კონგრესში, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და აშშ-ის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა