გიორგი გახარია საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვინიკოვმა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიასთან შეხვედრა გამართა.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები, რეგიონის სიტუაცია და საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.

მათივე ცნობით, ხაზგასმით აღინიშნა, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის რეფორმების გაგრძელების აუცილებლობა და საუბარი შეეხო ასევე, პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევის გზებს და გამოწვევებს დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით - განსაკუთრებით საარჩევნო, სასამართლო და საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით.

გიორგი გახარიას მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ვინაიდან ევროინტეგრაცია არის საქართველოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლების შენარჩუნების გარანტი. პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ალექსანდრ ვინიკოვს რეფორმების მიმართულებით პარტიის ხედვები და ინიციატივები გააცნო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში