დიმიტრი ხუნდაძე - იქნებ მამა მელიამ ჩემს მიმართ გაკეთებულ ბრალდებებზე, თითქოს ავლაბრის ტერიტორიაზე, მიწის სარდაფში კლინიკას ვფლობ, თუნდაც ირიბი მტკიცებულებები წარმოადგინოს

ტყუილები „ნაცმოძრაობის“ და მათი გულშემატკივრების საყვარელი საქმეა - იქნებ მამა მელიამ ჩემს მიმართ გაკეთებულ მორიგ ბრალდებებზე, თითქოს ავლაბრის ტერიტორიაზე, მიწის სარდაფში კლინიკას ვფლობ, თუნდაც ირიბი მტკიცებულებები წარმოადგინოს - იქნებ მისამართი, კლინიკის სახელწოდება ან კლინიკის ხელმძღვანელის გვარი ან სახელი გააჟღეროს, რომ მეც მივაკვლიო, - აღნიშნული განცხადება დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა.

მისი თქმით, აღნიშნულ “ბოდვაზე“ ელის პასუხს მხოლოდ იმ პირობით, რომ “მოწმედ საკუთარ კუდს არ მოიყვანენ“.

ხუნდაძის შეფასებით, ტყუილ-მართალი საზოგადოებას რეალობას აშორებს და სახელმწიფოს ვნებს.

„2012 წელს მიშამ ხელკეტებისა და ტერორის ფონზე, ხელისუფლება “მშვიდობიანად“ გადააბარა და ქვეყანას და საზოგადოებას სიმშვიდეს სწორედ იმ დღიდან არ აძლევს. “ხელისუფლება კლავსო“ და ციხეში საშინელი წამებისა და სტრესის ქვეშ არისო - შვიდი თვის განმავლობაში საკანში 800-მდე ვიზიტორი და ამდენი ექიმის მეთვალყურეობა თუ წამებაა, მაშინ ეს ადრე სხვანაირად იყო. აღარაფერს ვამბობ ასეთ “წამებაზე“ სტრასბურგის პასუხზე, რომელიც განხილვაშიც კი არ მიიღო.

დღეს ციხეს იგივე მისამართი აქვს, მაგრამ განსხვავებული გარემო.

მაგალითად, ყოველ 5 დღეში 3 გვამი აღარ გამოდის იქიდან, პატიმრებს ფეხზე დგომით რიგ-რიგობით არ სძინავთ და მოსაქმება შუა ოთახში, ყველას წინაშე შეურაცხმყოფლად არ უწევთ. დღეს იქ C ჰეპატიტზეც კი მკურნალობენ.

მკურნალობის არ იყოს, 2012 წლამდე ჯანდაცვა პრივილეგია იყო, მას შემდეგ კი პრიორიტეტად იქცა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო