რატი ბრეგაძე სააკაშვილზე - რა თავდებობაზეა საუბარი? ადამიანი მსჯავრდებულია, იგი საკუთარი გადაწყვეტილებით უარს ამბობს მედიკამენტების გარკვეული ნაწილის მიღებაზე, ასევე იკვებება შერჩევითად

რა თავდებობაზეა საუბარი? ადამიანი მსჯავრდებულია. იგი საკუთარი გადაწყვეტილებით უარს ამბობს მედიკამენტების გარკვეული ნაწილის მიღებაზე, ასევე იკვებება შერჩევითად,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, მათი ფრაქციის წევრი დეპუტატები გეგმავენ, მიხეილ სააკაშვილს თავდებში დაუდგნენ და მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვონ.

როგორც ბრეგაძე განმარტავს, მისთვის გაუგებარია რომელ სამართლებრივ მექანიზმზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“.

„ რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ შემოთავაზებას, არ ვიცი, ამაზე ღირს თუ არა პასუხის გაცემა, ან რომელ სამართლებრივ მექანიზმზე საუბრობს ეს ხალხი. რა თავდებობაზეა საუბარი? ადამიანი მსჯავრდებულია. იგი საკუთარი გადაწყვეტილებით უარს ამბობს მედიკამენტების გარკვეული ნაწილის მიღებაზე, ასევე იკვებება შერჩევითად. იმისთვის, რომ არ გვქონდეს სხვა შესაძლო გართულებები, მას გაუკეთდება შეთავაზება, გადაყვანილი იყოს „ვივამედში“,- აღნიშნავს რატი ბრეგაძე.

ამასთან, ის ოპოზიციონერი დეპუტატის თამარ კორძაიას განცხადებას გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, სადაც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოიწვიოს აშშ- ის "ემორის" საუნივერსიტეტო კლინიკიდან მის მიერ შერჩეული სასამართლო სამედიცინო ექსპერტები.

როგორც რატი ბრეგაძე განმარტავს, მისთვის გაუგებია თამარ კორძაიას განცხადება, რადგან პაციენტის მკურნალობაზე გადაწვეტილებას ექიმები იღებენ.

„ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ თუ ადამიანი პაციენტია და მას აქვს რაიმე სახის დაავადება, მის ჯანმრთლეობასა და მკურნალობაზე ექიმებმა უნდა ისაუბრონ და არა პოლიტიკოსებმა. საინტერესოა თამარ კორძაიას რა სახის სამედიცინო განათლება აქვს, რის საფუძველზე ამბობს, რომ რომელიღაც კონკრეტული ექიმის ჩართვაა საჭირო? ეს გაუგებია ჩემთვის. მკურნალობაზე გადაწვეტილებას ექიმები იღებენ, საჭიროების შემთხვევაში სხვა პროფილის ექიმის ჩართულობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი კლინიკა, თუ მიხეილ სააკაშვილი თანხმობას განაცხადებს გადასვლაზე“,- აღნიშნავს ბრეგაძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო