ბექა ლილუაშვილი მმართველ პარტიას - პრობლემებს კი არ გიკიჟინებთ, გზებსაც გთავაზობთ, თქვენ კი პოლიტიკური კომპლექსების გამო უარგუმენტოდ უარს გვეუბნებით

პრობლემებს კი არ გიკიჟინებთ, გზებსაც გთავაზობთ, თქვენ კი პოლიტიკური კომპლექსების გამო უარგუმენტოდ უარს გვეუბნებით. უმოქმედობას იჩენთ, რა ჰქვია ამას?! კითხვა რიტორიკულია, - ასე მიმართა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა და დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ლილუაშვილის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, გაიზარდა ფასები პროდუქტზე და საწვავზე. დეპუტატის განცხადებით, მიუხედავად გამოსავლის შეთავაზებისა, „ქართული ოცნებისგან“ პარტიამ „საქართველოსთვის" უარი მიიღო.

„მე ტრადიციულად, ჯიუტად მინდა კვლავ ვისაუბრო ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და იმ ყოველდღიურ პრობლემებზე, რომლის წინაშეც ჩვენი მოქალაქეები დგანან. რამდენიმე ფაქტი უნდა შეგახსენოთ, რომელზეც არაერთხელ მისაუბრია, შემოგვითავაზებია გამოსავალი, გეგმა, საკანონმდებლო ნაბიჯები თუ სხვა ინიციატივები. მაგალითად თუ იცით, რამდენია 1 ლიტრი საწვავის ფასი დღეს?

1 ლიტრი საწვავის ფასი 4 ლარია, მიუხედავად თქვენი პრემიერ-მინისტრის მოწოდებისა, კომპანიების მიმართ რაც თავისთავად გაუგებარი ამბავია. განცხადებები, როგორ არ უნდა აჰყოლოდა მოსახლეობა პროვოკაციებს საწვავის ფასზე და როგორ უნდა ყოფილიყო კმაყოფილი იმით, რომ 100 ქვეყანას ვჯობნით ბენზინის ფასით.

სამწუხაროდ, ამ საკითხს მოწოდებები არ შველის, ჩვენ 3 თვის წინ მოგმართეთ მოქალაქეებთან ერთად, რომ დაგვეწყო საკითხის სასწრაფოდ მოკვლევა და გადაწყვეტა, თქვენგან მივიღეთ უარი - ცხადია უარგუმენტოდ; თუ იცით, რას ამბობს გავლენიანი საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების კვლევების მიხედვით მოქალაქეების 75%-ზე მეტი? ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის თქვენი მხარდამჭერებიც, ამბობენ, რომ ბოლო 12 თვეში ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად ან მეტწილად გაუარესებულია. იცით, რატომ? იმიტომ, რომ კრიზისთან ერთად, ფასების მაჩვენებელი ისევ გაიზარდა და 13% შეადგინა, მათ შორის 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა სურსათზე ფასების ზრდა, 22 პროცენტით არის გაზრდილი 1 წელიწადში ფასები საჭმელზე საშუალოდ;

ჩვენ, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს შემოვიტანეთ ინიციატივა სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერის გაზრდაზე, რისი საშუალებაც აქვს ბიუჯეტს, თქვენ მხოლოდ ახლა დაიწყეთ განხილვა და აქაც უარგუმენტოდ გვითხარით უარი. საკრებულოებში პროცედურულად შექმნილი წნეხით, ქმნით რეალობას, სადაც საკრებულო, რეგიონებში ვერ ფუნქციონირებს, მოსახლეობას ტოვებთ ამ პრობლემების ამარა" - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას ბექა ლილუაშვილმა ბიზნესში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოველდღიურად იზრდება დარიცხვა გადამხდელებზე.

„ის მაინც იცით, რა ხდება ბიზნესში? მთელი სახელმწიფო მანქანა ბიზნესზე გაორმაგებული მოწადინებით ზრდის წნეხს, ეს მაინც იცით? ყოველდღიურად იზრდება დარიცხვა გადამხდელებზე გადასახადის, მთელი სახელმწიფო მანქანა მუშაობს იმაზე, რომ ამოიღოს რაც შეიძლება მეტი გადასახადი და ამაში ცუდი არაფერი არ იქნებოდა, რომ არა მთელი ამ პროცესის პოლიტიზების რისკები და გაჩერებული რეფორმები ამ კუთხით; სად გააქრეთ სამოქმედო გეგმიდან საგადასახადო დავების მექანიზმის რეფორმა? საგადასახადო დავების საბჭოს გაძლიერების ნაცვლად, უფრო მეტი თანამდებობის პირი შევიდა საბჭოს შემადგენლობაში და გახდა უფრო მეტად პოლიტიზებული. სად წავიდა მთავრობის პროგრამიდან საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკის გაუქმება? რომელზეც აქ ყველა თქვენგანის თანდასწრებით საუბრობდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გახარია? გთავაზობთ გამოსავლებს, კონკრეტულ ნაბიჯებს, როგორ მოგვარდეს ეს ეკონომიკური უსამართლობა, მაგრამ თქვენგან ისევ უარგუმენტოდ ვიღებთ უარს. კარგია, რომ ეკონომიკის მინისტრის ინტერპელაცია ჩაინიშნა, შეიძლება ითქვას დაგვასწარით ჩვენ ვგეგმავდით მსგავს ნაბიჯებს, და მე იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება ზედაპირული და იქნება შინაარსობრივი. იმედია ჰკითხავთ, რა იგეგმება რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებულების შესამცირებლად, თითქმის ორჯერ რომ გაიზარდა იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომელიც თვლის, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება უნდა შემცირდეს, როგორ ხდება ეს? და რომ შევაჯამო, ნახეთ: საწვავის ფასზე შემოგთავაზეთ მოკვლევა საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში - უარი გვითხარით, ალტერნატივა არ გაგიკეთებიათ დღემდე არაფერი; გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე და გაზრდილ ფასებზე - შემოგთავაზეთ კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივა საარსებო შემწეობის გაზრდაზე, რომ დაგვეცვა ღატაკი ადამიანები - უარი გვითხარით და ალტერნატივა დღემდე არ გაგიკეთებიათ. საგადასახადო დავების საბჭოზე, არაერთხელ გაგვიჟღერებია, რომ საბჭო უნდა გადაკეთდეს დამოუკიდებელ მუდმივმოქმედი წევრებისგან შემდგარ მექანიზმად, სადაც პოლიტიკოსები არ იქნებიან წარმოდგენილები - გაძლიერების ნაცვლად უფრო პოლიტიზებული გახადეთ. საგადასახადო შეთანხმებები, რომლებზეც ასევე თავის დროზე ვთქვით, რომ უნდა გაუქმდეს, რადგან ეს არის უსამართლო და დისკრიმინაციული პრაქტიკა.

​მარტო პრობლემებს კი არ გიკიჟინებთ, გზებსაც გთავაზობთ, კონკრეტულ, რეალურ და განხორციელებად გზებს, თქვენ კი უარგუმენტოდ ანუ პოლიტიკური კომპლექსების გამო უარგუმენტოდ გვეუბნებით უარს და თქვენ უმოქმედობას იჩენთ, რა ჰქვია ამას?! კითხვა რიტორიკულია", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა