Sky News - ვიდეოკონფერენცია, რომელიც რუსეთიდან ევროკავშირის მიერ ნავთობის პოტენციურ აკრძალვაზეა ფოკუსირებული, გადაიდო, რადგან უნგრეთი აღნიშნული წინადადების დაბლოკვას აგრძელებს

ვიდეოკონფერენცია, რომელიც რუსეთიდან, ევროკავშირის მიერ ნავთობის პოტენციურ აკრძალვაზეა ფოკუსირებული და რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო, რადგან უნგრეთი აღნიშნული წინადადების დაბლოკვას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინაში ომის გამო რუსეთზე შემდგომი სანქციების დასაწესებლად, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შესთავაზა, რომ ექვს თვეში ნედლი ნავთობის იმპორტი შეეწყვიტათ.

როგორც Sky News-ი იუწყება, უნგრეთმა განაცხადა, რომ შემოთავაზებულ სანქციებს მხარს არ დაუჭერს და აღნიშნა, რომ ამას „ატომური ბომბის“ ეფექტი ექნება მის ეკონომიკაზე და მის „სტაბილურ ენერგომომარაგებას" გაანადგურებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა