შრი-ლანკაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 7 ადამიანი დაიღუპა, 190-ზე მეტი კი დაშავდა

შრი-ლანკაში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მიუხედავად, აქტივისტები დემონსტრაციების გამართვას არ წყვეტენ. ბოლო ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა, 190-ზე მეტი კი დაშავდა.

ამასთან, BBC-ის ინფორმაციით, აქტივისტებმა შრი-ლანკაში ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის რამდენიმე დეპუტატის სახლები დაწვეს.

აქციის მონაწილეებმა ასევე სცადეს პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის აღება, რასაც ხელისუფლების მომხრეებსა და მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოჰყვა.

ცნობისთვის, ეკონომიკური კრიზისის გამო აგორებული მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი მაჰინდა რაჯაპაკსა თანამდებობიდან გადადგა. ქვეყანაში „კომენდანტის საათი“ მოქმედებს.

აქტივისტების ნაწილი მოითხოვს, თანამდებობა დატოვოს პრეზიდენტმა გოტაბაია რაჯაპაკსამ, რომელიც გადამდგარი პრემიერ-მინისტრის ძმაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა