ალექსი არესტოვიჩი - ახლა სულერთია აქვს თუ არა პუტინს ონკოლოგიური დაავადება, მისი დასასრული უკვე „განსაზღვრული, ახლო და საშინელია"

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველი, ალექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დასასრული "განსაზღვრული, ახლო და საშინელია".

მისი თქმით, ყველაფერი შეიძლებოდა სხვაგვარად ყოფილიყო, თუმცა პუტინმა გადაწყვიტა ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღება და ახლა ხალხი 9 მაისს გენოციდის ახალ სიმბოლოს უკავშირებს.

„ახლა სულერთია აქვს თუ არა მას ონკოლოგიური დაავადება. მისი დასასრული უკვე "განსაზღვრული, ახლო და საშინელია". მას ექნება საშინელი მორალური დასასრული. შემიძლია გითხრათ, რომ უკანასკნელი განაჩენი არ ხდება იმ მომენტში, როდესაც ადამიანი კვდება. უკანასკნელი განაჩენი მისი ცხოვრების ყოველი წამია. სინამდვილეში, ადამიანი ყოველ წამს მიდის გოლგოთაზე", -განაცხადა არესტოვიჩმა.

ცნობისთვის, პორტალ The Sun-ის მიხედვით, ვლადიმერ პუტინს მალე ოპერაცია დასჭირდება. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, პარკინსონის დაავადებითა და შიზოაფექტური აშლილობით არის დაავადებული, ამიტომ მას ოპერაცია ესაჭიროება.

პაატა ზაქარეიშვილი - ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2023
ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე - მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია