თეონა აქუბარდია მთავრობისგან პარლამენტში ეროვნული უსაფრთხოების განახლებული კონცეფციისა და “თავდაცვის კოდექსის“ დროულად წარდგენას ითხოვს

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია მთავრობისგან პარლამენტში ეროვნული უსაფრთხოების განახლებული კონცეფციისა და “თავდაცვის კოდექსის“ დროულად წარდგენას ითხოვს.

როგორც აქუბარდიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად შექმნილ ვითარებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

აქუბარდიას თქმით, “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ 2018 წელს ამბობდა, რომ დოკუმენტი შემუშავებული იყო და უსაფრთხოების კონცეფციაში ცვლილებებს შეიტანდა, თუმცა ომიდან გამომდინარე დოკუმენტი პარლამენტში განსახილველად არც შემოსულა.

“მინდა მთავრობას მოვუწოდო, სამხედრო აგრესიის მიუხედავად, ჩვენ გვჭირდება დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს თუ რა არის ქვეყნის ეროვნული ინტერესი, რა არის საფრთხე და პრიორიტეტები. 2018 წელს მზად იყო თავდაცვის კოდექსი, ანუ ყველა ის კანონი, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის არის აუცილებელი. ყველა ჯერზე, ყველა მორიგი მინისტრი ამბობდა, რომ კოდექსი იმ პრობლემებს მოაწესრიგებდა, რომელიც თავდაცვის კუთხით ქვეყანას აქვს. მოვუწოდებ მთავრობას, რომ თავდაცვის კოდექსი, რომელიც საშემოდგომო სესიაზე უნდა განგვეხილა, ახლა მაინც შემოიტანოს პარლამენტში, რათა ის პრობლემები, რომელიც უნდა მოვაწესრიგოთ საკანონმდებლო დონეზე - იყოს დასრულებული და თავდაცვისუნარიანობას ჰქონდეს სამართლებრივი ბაზა“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მისი თქმით, საქართველოს დღემდე არ აქვს შეფასებული საფრთხეები და თავდაცვის ეროვნული სტრატეგია.

“იმ დროს, როდესაც ივნისში მადრიდის ნატო-ს სამიტი უნდა ჩატარდეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიერ, თავდაცვის სტრატეგიის კუთხით, ნატო-ს წინაშე აღებული ვალდებულება, შესრულებული იყოს და დაპირებები, რომელიც 2018 წლიდან გვესმის - იყოს შესრულებული. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ მთავრობას, დროულად შემოიტანოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და თავდაცვის კოდექსი, პარლამენტში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ვითარებაში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს