ვლადიმერ პუტინმა ალან გაგლოევს დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტზე არჩევა მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ალან გაგლოევს ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტზე არჩევას ულოცავს და „ორ ქვეყანას“ შორის ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების იმედს გამოთქვამს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

„ვიმედოვნებ, რომ თქვენი შემდგომი მოღვაწეობა ამ მაღალ პოსტზე ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ გამყარებას ხელს შეუწყობს, რომლებიც დაფუძნებულია მოკავშირეობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე“, - აღნიშნულია პუტინის მილოცვის ტექსტში.

ის გაგლოევს არწმუნებს, რომ რუსეთი, თავის მხრივ, მომავალშიც გაუწევს მეგობრებს "სამხრეთ ოსეთში" ყოველმხრივ დახმარებას აქტუალური საკითხების გადაწყვეტაში, სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა