აშშ-ის დაზვერვის უფროსი - ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება

ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება და რუსეთის გამარჯვებამ დონბასის რეგიონში შესაძლოა არ დაასრულოს მისი შეტევა - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ავრილ ჰეინსმა სენატის მოსმენაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება რუსეთის ქმედებების ესკალაცია მოხდეს და ის უფრო არაპროგნოზირებადი გახდეს.

„ამჟამინდელი ტენდენცია ზრდის იმის ალბათობას, რომ პრეზიდენტი პუტინი უფრო ძლიერ საშუალებებს მიმართავს“, - განაცხადა ჰეინსიმ.

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი აცხადებს, რომ რუსეთი შესაძლოა მოლდოვის დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში სახმელეთო ხიდის გაკეთებას ცდილობდეს და დასძენს, რომ სავარაუდოდ, პრეზიდენტი პუტინი რუსეთში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას შეეცდება.

ჰეინსი აღნიშნავს, რომ პუტინი იმედოვნებს, რომ უკრაინისადმი აშშ-სა და ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერა დროთა განმავლობაში დასუსტდება.

ამერიკული დაზვერვის დირექტორი ფიქრობს, რომ კრემლი ბირთვული იარაღის გამოყენებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვებს, თუ პუტინი რუსეთისთვის "ეგზისტენციალურ საფრთხეს" იგრძნობს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა