სერგეი ლავროვმა იდეას, რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ, „ქურდობა“ უწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჯოზეფ ბორელის განცხადებას ეხმაურება, რომ რუსეთის გაყინული აქტივები უკრაინას გადაეცეს, რომელიც ომის დასრულების შემდეგ ქვეყნის აღდგენას მოხმარდება და იდეას „ქურდობას“ უწოდებს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

„ქურდობა, რომლის დაფარვასაც არ ცდილობენ“ , - განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, დასავლეთისთვის ასეთი ქმედება უკვე ჩვევად იქცა.

ლავროვმა მაგალითად ავღანეთის აქტივების გაყინვასთან დაკავშირებული სიტუაცია მოიყვანა, რომელიც, მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებს სურთ გამოიყენონ არა ავღანეთის მოსახლეობის საჭიროებისთვის, არამედ იმ მიზნებისთვის, რომლებიც არ არის დაკავშირებული აღდგენასთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა